ახალი ამბები

წელს კახეთის რეგიონში 118 404 ტონა ხორბალს ელოდებიან

სოფლის მეურნეობის მინისტრის, ოთარ დანელიას განცხადებით, წელს კახეთში და ზოგადად ქვეყნის მასშტაბით ხორბლისა და ქერის რეკორდული მოსავალია, რომელსაც ხელი კლიმატურ პირობებთან ერთად, სწორად შერჩეული სათესლე მასალისა და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებამ შეუწყო. დანელიას თქმით, სამინისტრო აქტიურად მუშაობს მარცვლეული კულტურების წარმოების ხელშეწყობის მიმართულებით, რათა მომავალი წელი კიდევ უფრო უხვმოსავლიანი იყოს.
“პირველ როგში ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ მოსავალი ძალიან კარგია. ეს არის იშვიათი მოსავალი, რომელიც წელს მივიღეთ. კახეთში შარშანდელთან სედარებით ფაქტობრივად გასამმაგებულია მოსავალი. ვფიქრობთ, რომ მომავალ წელს კიდევ უფრო კარგი შედეგები გვექნება. წლებია ასეტი მოსავალი არ გქვონია. ეს განაპირობა თესლის სწორად შერჩევამ, სწორმა აგროტექნიკამ და რა თმა უნდა კლიმატურმა პირობებმა. ვფიქრობ, რომ ხორბლის ნაწილში სამი, სამნახევარი ტონა იქნება ხორბლის საშუალო მოსავლიანობა”, – განაცადა ოთარ დანელიამ, რომელიც კახეთის გუბერნატორ ირაკლი შიოლაშვილთან, მოადგილეებთან იური ნოზაძესთან და დავით გალეგაშვილთან და შპს „მექანიზატორის“ გენერალური დირექტორი ზვიად ჩხაიძესთან ერთად შირაქის ველზე ხორბლის მოსავლის აღების პროცესს დღეს დაესწრო.
შირაქისა და ტარიბანის ველებზე ქერის საშუალო მოსავლიანობა 1 ჰექტარზე 4-დან 7 ტონამდე მერყეობს. ფერმერთა განცხადებით, წელს 1 ჰექტარზე 7 ტონა და 400 კილოგრამი ქერი მოიმკა.
ალოობაზე სოფლის მეურნობის სამინისტროს შპს მექნიზატორის 30 ერთეულამდე კომბაინი მუშაობს.