ახალი ამბები

რეგიონებში წყლის ვარგისიანობა შემოწმდება

როგორც გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში აცხადებენ, ცენტრალური ლაბორატორია კოორდინაციას და კონტროლს გაუწევს რეგიონის ლაბორატორიებს და რეგულარულად გააკონტროლებს რეგიონების წყლის ხარისხს.
უწყების ინფორმაციით, ლაბორატორია წყლის ხარისხის ისეთ პარამეტრებზე და მაჩვენებლებზე უზრუნველყოფს კვლევების ჩატარებას, რომლებიც შესაბამისი აპარატურის უქონლობის გამო აქამდე არ ჩატარებულა. 
გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ ლაბორატორია, საქართველოს ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში, აზიის განვითარების ბანკის სესხის მესამე ტრანშით შეიძინა. მისი ღირებულება 1 მილიონ 300 ათასი ლარია, უახლოეს მომავალში ლაბორატორია ISO 17025 სტანდარტის შესაბამისი აკრედიტაციის მოპოვებას გეგმავს.