ახალი ამბები

ილიას ტბაზე 15 წლის მოზარდი დაიხრჩო

მეგობრების ინფორმაციით, უბედური შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა მოზარდი წყალში შევიდა, მას სავარაუდოდ, ფეხი დაუცურდა და თავი ქვას დაარტყა. ადგილზე კახეთის სამაშველო ბრიგადები მუშაობდნენ, თუმცა, მოზარდის გადარჩენა ვერ მოხერხდა. მოხდარ ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება 115-ე მუხლით აღიძრა, რაც თივთმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.