ტყითსარგებლობისთვის გარემოსათვის მიყენებული ზიანისათვის თანხის დაანგარიშება აღარ მოხდება
გარემოს დაცვის სამინისტროში განმარტავენ, რომ საქართველოს ტყის ფონდის ტერიტორიებზე ხშირია ისეთი დროებითი ნაგებობების განთავსების შემთხვევები, როგორებიცაა – ფუტკრის სკა, ხის დროებითი კონსტრუქცია და ა.შ. უწყებაში იმასაც აცხადებენ, რომ, მოსახლეობა ტყის ფონდის ტერიტოეიებზე ხშირად აშენებს ისეთ მრავალწლიან და ერთწლიან ნარგავებს, როგორებიცაა ვაზი, სიმინდი, ლობიო და სხვა სასოფლო-სამეურნეო პროდუქტები, რომლებიც არ აყენებენ და ვერც შეიძლება აყენებდნენ ზიანს გარემოს.
,,ეს საქმიანობები თავისი შინაარსით ტყითსარგებლობის კანონდმდებლოთ დადგენილი ფორმას წარმოადგენს. ამ საქმინობების შესაბამისი ავტორიზაციის გარეშე განხორციელება კვლავ ჩაითვლება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ დასჯად ქმედებად და მოხდება ადმინისტრაციული სახდელების დაკისრება. მიუხედავად იმისა, რომ ზიანის დათვლა აღარ მოხდება, მოვუწოდებთ ყველას, გამოიყენონ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი იჯარის შესაძლებლობა და დადგენილ ჩარჩოებში ისარგებლონ ტყის ფონდით, რაც ხელს შეუწყობს ერთი მხრივ, სოფლის მეორუნეობის განვითარებას, ხოლო მეორე მხრივ, მოხდება გარემოსდაცვითი კანონმდებლობის სრული დაცვა”, – აცხადებენ უწყებაში.