ახალი ამბები

თესაუს ადმინისტრაციის ხელმძღვანელს უფლებამოსილება შეუწყდა

აქამდე პაატა გოცირიძე იმყოფებოდა შვებულებაში, რომელიც დღეს ამოიწურა. თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ყოფილმა ხელმძღვანელმა დროის უქონლობის გამო კომენტარისაგან თავი შეიკავა. ამ საკითხზე გოცირიძის კომენტარს ხვალ შემოგთავაზებთ.
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითმა საბჭომ აკადემიური საბჭოს წარდგინებით ადმინისტრაციის ხელმძღვანელად პაატა გოცირიძე 2014 წლის 7 თებერვალს აირჩია. პაატა გოცირიძე თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ყოფილი რექტორის, გიორგი გოცირიძის ძმა და კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრია.