თელავის თემში უკანონო ნაგავსაყრელებს ასუფთავებენ
სამუშაოები სოფელ იყალთოდან დაიწყო და ეტაპობრივად კიდევ ოთხ სოფელს – გულგულა, ვარდისუბანი, რუისპირსა და კურდღელაურს მოიცავს. სამუშაოებს შ.პ.ს “ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახური“ ახორციელებს.
თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილეს ზურაბ სვიმონიშვილის განცხადებით, წლის ბოლომდე პრობლემა ყველა სოფელში მოგვარდება:
„უკანონო ნაგავსაყრელებიდან ნაგვის გატანის პროცესი უკვე დაწყებულია და წლის ბოლომდე თვითმმართველი თემის ყველა სოფელში პრობლემა აღმოფხვრილი იქნება“.