ახალი ამბები

წნორში არარეგისტრირებული იარაღის შეძენა-შენახვის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს

უწყების ინფორმაციით, აღნიშნული ბრალდებით წნორში, 1971 წელს დაბადებული ვახტანგ ზ-ს აიყვანეს.
“შსს-ს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს სიღნაღის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით 1971 წელს დაბადებული ვახტანგ ზ. წნორში, აღმაშენებლის ქუჩაზე დააკავეს.
სამართალდამცველებმა ვახტანგ ზ-ს საცხოვრებელი სახლის და დამხმარე სათავსოს ჩხრეკისას 392 საბრძოლო ვაზნა, “ა-კა-74”-ის ტიპის არარეგისტრირებული 
ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი 3 მჭიდით, “ერ-გე-დე”-ს ტიპის ტანკსაწინააღმდეგო 1 ხელყუმბარა ამფეთქი ფალიით და მსხვრევადი ხელყუმბარის 1 ფალია ამოიღეს”, – აცხადებენ შსს-ში. 
გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.