თელავში ქვაფენილიანი მონაკვეთების რეაბილიტაცია დაიწყო
პროექტში გათვალისწინებულია გზის სავალ ნაწილზე არსებული დაზიანებული ქვაფენილის დემონტაჟი, ასფვალტობეტონის საფარის მოწყობა, დაზიანებული ტროტუარების რეაბილიტაცია და ეზოების შესასვლელების მოწესრიგება. სამუშაოები ორი თვის განმავლობაში დასრულდება.