ახალი ამბები

სტორის ხეობაში რეკრეაციული ზონების მოსაწყობად სამუშაოები დაიწყო

კახეთის რეგიონში CENN-ის კოორდინატორის, კახა სუხიტაშვილის თქმით, აღნიშნული პროექტის ფარგლებში მოეწყობა ინფრასტრუქტურა, რომლის მიზანია არსებული ტყეების რეკრეაციული ფუნქციის გამოვლენა და ტყეების რესურსის გამოყენება მის დაუზიანებლად.

,,აღნიშნულ ტერიტორიაზე მოეწყობა დასასვენებელი ადგილები, ასევე მაგიდები, ფანჩატურები, ნაგვის ურნები. მოეწყობა ცეცხლის დასანთები ადგილები. დღეს არა მარტო თელავის მუნიციპალიტეტისთვის, არამედ საქართველოსთვისაც ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება მიმდინარეობს. აღნიშნული პროექტის განხორციელებით, გვინდა მოქალაქეებმა ისწავლონ გარემოსთან კულტურული მოქცევა, სისუფთავის შენარჩუნება და ა.შ. იმედი მაქვს, რომ ეს პროექტი იქნება საწყისი ტყეების, როგორც ჩვენი ქვეყნის უძვირფასესი რესურსის დაფასების და გაფრთხილებისა,”– განაცხადა კახა სუხიტაშვილმა.