ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.3429 ლარი გახდა
კერძოდ, ხვალიდან ერთი დოლარის შეძენა 2.3429 ლარად იქნება შესაძლებელი. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსი, რომელიც მოქმედებდა, 2.3338 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ 0.0091 ლარი შეადგინა.
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის თანახმად, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებაში მცირედით გამყარდა. კერძოდ, ხვალიდან ერთი ევროს შეძენა 2.6142 ლარად იქნება შესაძლებელი, მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 2.6178 ლარს შეადგენდა. ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0036 ლარი შეადგინა.