ახალი ამბები

ევროკავშირი პანკისის ხეობას ეკონომიკურ მხარდაჭერას გაუწევს

ელჩის განმარტებით, მსგავს პრობლემურ რეგიონებზე ასოცირების პროცესი დადებითად აისახება.
„ეს ძალიან სპეციფიური საკითხია. ვხედავ, რომ საქართველოს მთავრობა ამ პრობლემას ყურადღებას აქცევს. მიმაჩნია, რომ ასოცირების პროცესი და ევროკავშირის მხარდაჭერა კარგი იქნება მსგავსი რეგიონების განსავითარებლად. იმედი მაქვს, რომ ასოცირების ხელშეკრულების განვითარების პროცესში ჩვენთვისაც გამოჩნდება ახალი შესაძლებლობები იმისთვის, რომ მოვახდინოთ ამ რეგიონების ეკონომიკური მხარდაჭერა. შევქმნათ სამუშაო ადგილები რომ იქ მცხოვრებ ადამიანებს წასვლის სურვილი არ გაუჩნდეთ“, – განაცხადა ევროკავშირის ელჩმა.