გურჯაანში წარმოებული კასრები ყაზახეთში გაიყიდება
კალანდაძის განმარტებით, გურჯაანში მდებარე საწარმოს მიერ წარმოებული მუხის კასრები ფრანგული ტექნოლოგიით მზადდება და კონიაკისა და ღვინის დასაყენებლად გამოიყენება. კასრების დასამზადებლად ფრანგული და ამერიკული მასალა გამოიყენება.
მისივე თქმით, საწარმო მეღვინეებს მარტო კასრებს არ აწოდებს.
“ჩვენ გვაქვს ლაბორატორიები. შემდგომში ხელშეკრულების დადებას ვაპირებთ მეღვინეებთან, რომ მათი ღვინო ესპანეთში გავგზავნოთ, სადაც მას შეისწავლიან და სერთიფიკატებს მიანიჭებენ. ჩვენი ერთ-ერთი დამფუძნებელი ესპანური კომპანია „ასპაა“, – განაცხადა ვასილ კალანდაძემ.
კომპანიის ხელმზღვანელის განცხადებით, ამჟამად მათ მიერ წარმოებული პროდუქცია მხოლოდ საქართველოში იყიდება. საწარმოსთან თანამშრომლობენ „კახური ტრადიციული მეღვინეობა“ და სხვა კომპანიები. კომპანია თვეში 120-დან 150-მდე კასრს აწარმოებს. დიდი კასრების ფასი 800 ლარია, რომელიც, საზღვარგარეთ წარმოებულ კასრებთან შედარებით, ბევრად იაფია. ინფორმაციას ,,კომერსანტი” ავრცელებს.