3 მაისს კახეთში მსოფლიო რბენა დაიწყება
3 მაისს, კახეთში, მსოფლიო სპორტის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური საქველმოქმედო ღონისძიება – მსოფლიო რბენა ლოპოტის გადასახვევიდან კავკასიონის ქედის გაყოლებით უკვე მეორედ გაიმართება.
ღონისძიების ორგანიზატორთა განცხადებით, 2015 წლის 3 მაისს ასიათასობით ადამიანი 33 ქვეყნიდან კვლავ გაერთიანდება მისათვის, რომ ზურგის ტვინის დაზიანება სამედიცინო ჩარევას დაექვემდებაროს და დაავადებული ადამიანები განიკურნონ.
მსოფლიო რბენის შედეგად გამოვლინდება 2 გამარჯვებული – ერთი ქალი და ერთი მამაკაცი. მათ შესაძლებლობა მიეცემათ მონაწილეობა მიიღონ 2016 წლის რბენაში მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, რომელსაც თვითონ აირჩევენ.
გლობალური ჩემპიონები კი საჩუქრად მსოფლიოს გარშემო ექსკლუზიურ ტურს მიიღებენ. ღონისძიებიდან შემოსული თანხა კვლავ სრულად გადაერიცხება Wings for Life-ის ფონდს, რომელიც ახორციელებს სამედიცინო და კლინიკურ კვლევებს ზურგის ტვინის დაზიანების სამკურნალოდ. 2014 წელს მსოფლიო რბენაში მონაწილეობის მისაღებად საქართველოდან 3000 ადამიანი იყო დარეგისტრირებული. ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო ,,ინტერპრესნიუსი” ავრცელებს.