ახალი ამბები

თელავის ხევის რეაბილიტაცია ივნისში დასრულდება

თელავის მერის, პლატონ კალმახელიძის განცხადებით, სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, ამ ეტაპზე მიმდინარეობს ხევის კედლებისა და ფსკერის აღდგენა:

,,პროექტით გათვალისწინებულია ქეთევენ წამებულის და სააკაძის ქუჩის მონაკვეთზე მარჯვენა და მარცხენა სანაპიროებისრეკონსტრუქცია-კეთილმოწყობა, ასევე წმინდა იორდანეს წყაროს რეაბილიტაცია, კეთდება გადასასვლელი ხიდები, მოაჯირები, განახლდება ქვეითთა სავალი ნაწილი, დამონტაჟდება გარე განათება და მოეწყობა დასასვენებელი ზონები”, – განუცხადა knews.ge-ს პლატონ კალმახელიძემ.

პროექტის ფარგლებში სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება 810 მეტრი სიგრძის მონაკვეთის კალაპოტს დაწყებული ჭავჭავაძის გამზირიდან ბახტრიონის და გოგებაშვილის ქუჩის გადაკვეთამდე. პროექტს რეგიონული განვითარების სამინისტრო მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ახორციელებს.