მმართველმა პარტიამ საქართველოში მცხოვრებ მუსლიმებს ნოვრუზ ბაირამობა მიულოცა
„ნოვრუზობით ისლამური წელთაღრიცხვით ახალი წლის შემობრძანება იწყება. ის ასევე გაზაფხულის, სიცოცხლის, განახლების სიმბოლოა. საქართველოს ყველა მოქალაქე ერთი დიდი ოჯახის წევრები ვართ. ამიტომ, თითოეული ჩვენგანი დიდი სიხარულით ვუერთდებით ამ დღესასწაულს. პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნების“ სახელით გისურვებთ ბედნიერებას და ნათელ მომავალს “, – აღნიშნულია პოლიტიკური პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.