თელავის მერიამ გზაჯვარედინებზე შუქნიშნების მოსაწესრიგებლად ტენდერი გამოაცხადა
ქალაქის მერის განცხადებით, ტენდერი თელავში ორი გზაჯვარედინის მოწესრიგებაზე გამოცხადდა:
,,ქალაქში მოძრაობის უსაფრთხოების კუთხით ვაპირებთ გარკვეული ნაბიჯების გადადგმას. ქალაქის ტერიტორიაზე, წლების განმავლობაში, არ მუშაობდა არცერთი შუქნიშანი, შესაბამისად, არ რეგულირდება გზაჯვარედინები. ტენდერის მიხედვით, მოწესრიგდება აგრარული ბაზრის მიმდებარე ტერიტორია, ჭავჭავაძისა და ასევე, აღამაშენებლის ქუჩები“.
კალმახელიძისვე განცხადებით, ტენდერი თვის ბოლოს დასრულდება, რის შემდეგაც დაიწყება სამშენებლო სამუშაობი. იგეგმება ქვეითთა გადასასვლელი ბილიკების მოწყობა.