თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ყოფილი თანამშრომლები ყალბი დიპლომების გაცემის გამოძიებას ითხოვენ
გარდა ამისა, აცხადებენ, რომ რექტორის არჩევნებზე, რომელსაც აკადემიური საბჭოს 5 წევრი ირჩევს, კანდიდატმა საკუთარ თავს მისცა ხმა, რასაც საბჭოს სხდომის დარღვევად მიიჩნევენ.
უნივერისტეტის ყოფილი თანამშრომლები აკადემიურ საბჭოსგან რექტორის არჩევნების შედეგების გაბათილებას მოითხოვენ. თავად უნივერისტეტის რექტორი ირმა შიოშვილი ბრალდებას ბრალდებითვე პასუხობს და იმ შემთხვევაში, თუ დანაშაული დადასტურდა, მათ კანონიერ დასჯას ითხოვს.
შეგახსენებთ, რომ რექტორის არჩევნები გუშინ გაიმართა , სადაც ირმა შიოშვილს, რომელიც რექტორის მოვალეობას 6 თვე ასრულებდა, მხარი აკადემიური საბჭოს ყველა წევრმა დაუჭირა.
ნახეთ ჩვენი ვიდეო, სადაც უნივერსიტეტის ყოფილი თანამშრომლები და რექტორი თავიანთ პოზიციებს განმარტავენ.