ახალი ამბები

ენმ – ს ხვალინდელ აქციაზე კახეთიდან 3000-ზე მეტი ადამიანი აპირებს წასვლას

კახეთის ორგანიზაციის თავმჯდომარის, გიორგი ბოტკოველის, ინფორმაციით, აქციას კახეთიდან 3000-ზე მეტი ადამიანი შეუერთდება: 

,,ვემზადებით ხვალინდელი საპროტესტო აქციისთვის. ბოლო დღეების განმავლობაში ოფისში ბევრი ადამიანი გვაკითხავს ვისაც წამოსვლის სურვილი აქვს. ვისაც შესაძლებლობა აქვს, საკუთარი სახსრებით მოდის, ნაწილს კი ჩვენ ვეხმარებით, რომ ვუზრუნველყოთ მათი ტრანსპორტირება. 

მინდა ავღნიშნო, რომ კახეთიდან საპროტესტო აქციას მინიმუმ 3000 ადამიანი შეუერთდება. თუმცა, აქციაზე ცალკე წამსვლელეთა რიცხვი გაცილებით მეტი იქნება. თელავიდან გასული კოლონა შეუერთდება დანარჩენ აქტივისტებს სხვადასხვა რაიონიდან და ერთდროულად ჩავალთ აქციაზე“.

აქცია თავისუფლების მოედანზე 16:00 საათისთვის დაიწყება.