კახეთში წვიმიანი ამინდი 23 მარტამდე გაგრძელდება
გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის ჰიდრომეტეოლოგიური სამსახურის წარმომადგენლების განცხადებით, ამაღამ მთელს საქართველოში მოსალოდნელია ძლიერი ნალექი. ჰაერის ტემპერატურა აღმოსავლეთ საქართველოში ღამით – 1-6 გრადუსი, დღისით – 9-14 გრადუსი იქნება. 23 მარტიდან კაზეთის რეგიონის უმეტეს რაიონებში წვიმა შეწყდება და გამოიდარებს. 28 მარტმადე ჰაერის ტემპერატურა მოიამტებს და 25 გრადუსს მიაღწევს.