თელავის უნივერსიტეტის რექტორად ირმა შიოშვილი აირჩიეს
2015 წლის 22 დეკემბრიდანირმა შიოშვილი რექტორის მოვალეობას ასრულებდა. ის თელავის უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლად აკადემიურმა პერსონლმა აირჩია. ირმა შიოშვილი თელავის უნივერსიტეტის რექტორის არჩევნებში 2013 წლის 8 ნოემბერსაც მონაწილეობდა. მაშინ შიოშვილმა აკადემიური საბჭოს 2 წევრის ხმა მიიღო.
უნივერსიტეტის რექტორის თანამდებობაზე გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობდნენ: ასოცირებული პროფესორი, რექტორის მოვალეობის შემსრულებელი ირმა შიოშვილი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორები ბესიკ სეხნიანიძე და თეიმურაზ ქორთუა და თესაუს ყოფილი რექტორი, პროფესორი, გიორგი გოცირიძე, რომელმაც საკუთარი კანდიდატურა არჩევნებამდე ერთი დღით ადრე მოხსნა.
გოცირიძის განცხადებით, უნივერსიტეტში არ არსებობს ადმინისტრაციული და აკადემიური რესურსი, რომლის მეშვეობითაც ის თავისი სამოქმედ პროგრამას განახორციელებს.
თელავის უნივერსიტეტის პირველი პირის თანამდებობა მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც უმაღლესი სასწავლების რექტორს, ავთანდილ ღელაღუტაშვილს აკადემიურმა საბჭომ ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის გადაწყვეტილების საფუძველზე უფლებამოსილება შეუწყვიტა. რექტორის უფლებამოსილების შეწყვეტა ავთანდილ ღელაღუტაშვილის მიერ 2009 წელს მიღებული დოქტორის ხარისხის შემოწმებისას საგანმანათლებლო დოკუმენტების სანდოობის შეუსაბამობამ გამოიწვია. თავის მხრივ ღელაღუტაშვილმა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა. ღელაღუტაშვილი მიიჩნევს, რომ ცენტრმა უკანანო გადაწყვეტილება მიიღო და ეს თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის წინააღმდეგ იმიჯისშემლახავი კამპანიის ნაწილია. უმაღლესი განათლების შესახებ კანონის მიხედვით, უმაღლესი სასწავლებლის რექტორს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული პირის ხარისხი უნდა ჰქონდეს. ავთანდილ ღელაღუტაშვილს უფლებამოსილების ვადა 2017 წელს უმთავრდებოდა. ღელაღუტაშვილი თესაუს რექტორად 2013 წლის 8 ნოემბერს აირჩიეს.