ახალი ამბები

რამაზ სამხარაძე – მოვუწოდებ პრემიერს, კახა ბაინდურაშვილს კანონდარღვევის საშუალება არ მისცეს

შეგახსენებთ, რომ 2013 წელს რადიოსამაუწყებლო ლიცენზია კახა ბაინდურაშვილის კომპანიას მიანიჭეს, მიუხედავად იმისა, რომ კომისიამ  რადიო “ჰერეთის” სამაუწყებლო კონცეფცია წარდგენილთა შორის საუკეთესოდ აღიარა. მედიაში გავრცელებული ცნობების შემდეგ ბაინდურაშვილის კომპანიას ლიცენზია ჩამოერთვა, რის გამოც იგი სასამართლოში ჩივის. ლიცენზიის ჩამორთმევის საფუძველი კახა ბაინდურაშვილის სტატუსი გახდა, რის გამოც სამაუწყებლო ლიცენზიის ქონას კანონი უკრძალავს.
ამჟამად, დავა ბაინდურაშვილის კომპანია “ენერჯი გრუპსა” და კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას შორის მიმდინარეობს. “ჰერეთი” ამ საქმეში მესამე პირად ჩართვას ითხოვდა, თუმცა სასამართლომ “ჰერეთს” ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. რამაზ სამხარაძის გნაცხადებით, მომდევნო სასამართლო პროცესი “ენერჯი გრუპსა” და კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას შორის 7 მაისს განახლდება:
“არ მინდა ეჭვი დამრჩეს, რომ ამ საქმეს კურირებს საქართველოს ხელისუფლება და პირადად პრემიერ მინისტრი, რომელიც პირდაპირ ახორციელებს ზედამხედველობას სავაჭრო სამრეწველო პალატაზე. ასევე, მაქვს ინფორმაცია, რომ ამ საქმესთან ახლოს არის ვიცე-პრემიერი კახა კალაძე, რომელიც არის კახა ბაინდურაშვილისა და ლაშა ჩხენკელის ახლობელი. ასევე მაქვს ინფორმაცია, რომ TV3-ი ამ მაღალჩნოსნების გავლენის ქვეშ იყო მოქცეული”, – აცხადებს რამაზ სამხარაძე.
რადიო ,,ჰერეთი” მაუწყებლობის მოპოვების უფლებას დედაქალაქში მერვე წელია უშედეგოდ ცდილობს. ,,ჰერეთი”, ამჟამად, კახეთის რეგიონში მაუწყებლობს.