ხვალ თელავში ფალიაშვილის ქუჩას ენერგომომარაგება შეეზღუდება
სს ,,კახეთის ენერგოდისტრიბუციაში” განმარტავენ, რომ თელავის ქუჩებისათვის ენერგომომარაგების შეზღუდვის მიზეზი ხეების გადაბელვის სამუშაოების უსაფრთხოდ ჩატარების უზრუნველყოფაა.
“ხეებთან გამავალი ელექტროგადამცემი ხაზები ძაბვის ქვეშ ჩავარდნის საფრთხის შემცველია, აქედან გამომდინარე, სამუშაოების უსაფრთხოდ ჩატარების უზრუნველყოფის მიზნით, აღნიშნული ქუჩის მცხოვრებლებს ენერგომომარაგება დროებით შეეზღუდებათ, სამუშაოების დასრულების შემდეგ კი მოსახლეობას ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგება”, – აცხადებენ უწყებაში.
თელავის მუნიციპალიტეტის მერია და ზედამხედველობის სამსახური, ქალაქის ტერიტორიაზე, ხეების გადაბელვის სამუშაოებს განაგრძობენ.