ახალი ამბები

კახეთში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ხე-ტყის უკანონო ჭრის ფაქტი გამოვლინდა

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ბოლო დროს გატარებული პრევენციული ღონისძიებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით – 483 კუბური მეტრის სხვადასხვა ჯიშის ხე-ტყის უკანონო ჭრა იქნა გამოვლენილი.
სამინისტროს ინფორმაციითვე, გარემოზე მიყენებულმა ზიანმა 67 500 ლარი შეადგინა. 
ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ ფაქტის შესწავლის და დამნაშავე პირთა პასუხისგებაში მიცემის მიზნით მასალები სამართალდამცავ ორგანოებს გადაეგზავნა.