ახალი ამბები

სპორტის მინისტრი პანკისის ხეობაში ახალგაზრდებს შეხვდა

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ახალგაზრდებისა და პანკისში მოქმედი არასამთავრობო სექტორისთვის ფონდის საგრანტო კონკურსის შესახებ ინფორმაციის მიწოდება. ს.ს.ი.პ ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის დირექტორმა ირაკლი ჟორჟოლიანმა ისაუბრა საგრანტო პროგრამის შესახებ და შეხვედრის დასასრულს ბიბლიოთეკას გადასცა წიგნები:
,,ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდი ერთადერთი სახელმწიფო დაწესებულებაა, რომელიც აფინანსებს ახალგაზრდულ არასამთავრობო ორგანიზაციებს. ფონდის ბიუჯეტი 1 200 000 ლარს შეადგენს. ამ ეტაპზე ფონდს გამოცხადებული გვაქვს პირველი საგრანტო კონკურსი. საპროექტო განაცხადები 19 მარტის ჩათვლით მიიღება და უპირატესობა რეგიონებიდან წარმოდგენილ საპროექტო წინადადებებს მიენიჭება“.
მოგვიანებით, მინისტრმა სოფელ დუისში მშენებარე სპორტული დარბაზის მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა და რაგბის ბავშვთა გუნდს საჩუქრად ბურთები და ფორმები გადასცა.