მთავრობა ცხოველთა განსაკუთრებით საშიში დაავადებების წინააღმდეგ პრევენციული ღონისძიებების გეგმაზე მუშაობს
შეხვედრას სურსათის ეროვნული სააგენტოს, ვეტერინარიის დეპარტამენტის, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის, ასევე, ამერიკის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA), შვედეთის განვითარების სააგენტოს (SIDA), ევროკავშირის (EU), გაერთიანებული ერების სურსათის და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO), საფრთხეების შემცირების თავდაცვის სააგენტოს (DTRA) და სხვა დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილის, ნოდარ კერესელიძეს თქმით, შეხვედრაზე მან პროგრამის ახალ მიმართულებებზე ისაუბრა, მათ შორის, ადამიანისა და ცხოველის საერთო, განსაკუთრებით საშიში დაავადებების წინააღმდეგ პრევენციული ღონისძიებების გეგმაზე; პროგრამებსა და პროექტებზე, რომლებსაც სოფლის მეურნეობის სამინისტრო და სურსათის ეროვნული სააგენტო ახორციელებენ ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებით.
ამერიკის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის წარმომადგენლის დები რეინოლდსის განცხადებით, ცხოველთა ჯანმრთელობის ეროვნულ პროგრამაში კვლავ პრიორიტეტული იქნება ცხოველთა იდენტიფიკაცია და დაავადებათა კონტროლი.