კახეთში „საქართველოს ფოლკლორის ეროვნული ფესტივალი“ დაიწყება
ფესტივალი მოიცავს ქართული ტრადიციული ხელოვნების შემდეგ დარგებს: ხალხური სიმღერა, ტრადიციული საეკლესიო გალობა, ტრადიციული ინსტრუმენტული შემსრულებლობა, ქორეოგრაფია, ზეპირსიტყვიერი ფოლკლორი, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება.
ფოლკლორის ფესტივალი ორი ტურისაგან შედგება. რეგიონული ტური 2015 წლის განმავლობაში ჩატარდება, ხოლო დასკვნითი ტური კი 2016 წელს გაიმართება.
ფესტივალის გამარჯვებულებს გამოავლენს საგანგებოდ შექმნილი დარგობრივი კომისია ფინალისტებს გადაეცემათ I, II და III ხარისხის ფულადი პრემია. ცალკე ნომინაცია დაწესდება მუსიკასა და ქორეოგრაფიაში – უძველესი ნიმუშების აღდგენა-დამუშავება და შესრულება (ქართული ხალხური სიმღერა, ცეკვა, საკლესიო გალობა), სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების დარგში – საკრავებისა და ეროვნული სამოსის აღდგენა და შექმნა.
კულტურის სამინისტროში აცხადებენ, რომ ფოლკლორის ეროვნულ ფესტივალში მონაწილეობის საშუალება ექნებათ საქართველოში მცხოვრებ ყველა ეთნიკური უმცირესობის ფოლკლორულ ჯგუფს, ინდივიდუალურ შემსრულებელს, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების დარგის წარმომადგენელს. ფესტივალის ყველა გამარჯვებულს, ფულად პრემიებთან და სახელობით პრიზებთან ერთად გადაეცემათ ლაურეატის დიპლომი.
2016 წლისთვის საქართველოს ფოლკლორის ეროვნული ფესტივალის შესახებ გამოიცემა წიგნი, ხოლო ფესტივალის ლაურეატთა დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალის ამსახველი ვიდეო მასალა კი – DVD დისკის სახით.
2015 წელს რეგიონული ტურები გაიმართება შემდეგ მუნიციპალურ ცენტრებში:
კახეთი – მაისი 2015 წელი
სიღნაღი (სიღნაღი, საგარეჯო, დედოფლისწყარო, გურჯაანი)
ყვარელი (ყვარელი, თელავი, ახმეტა, ლაგოდეხი)
ქვემო ქართლი – ივნისი 2015 წელი
რუსთავი (რუსთავი, ბოლნისი, დმანისი, მარნეული, გარდაბანი, თეთრიწყარო)
მცხეთა-მთიანეთი – ივნისი 2015 წელი
დუშეთი (დუშეთი, მცხეთა, თიანეთი, სტეფანწმინდა)
შიდა ქართლი – ივლისი 2015 წელი
გორი (გორი, კასპი, ხაშური, ქარელი)
სამცხე – ჯავახეთი – ივლისი 2015 წელი
ახალციხე (ახალციხე, ბორჯომი, ნინოწმინდა, ახალქალაქი, ასპინძა, ადიგენი)
რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთი – ივლისი 2015 წელი
ამბროლაური (ამბროლაური, ონი, ცაგერი, ლენტეხი)
გურია – აგვისტო 2015 წელი
ოზურგეთი (ოზურგეთი, ლანჩხუთი, ჩოხატაური)
აჭარა – აგვისტო 2015 წელი
ბათუმი (ბათუმი, ქობულეთი, ხელვაჩაური)
ქედა (ქედა, შუახევი, ხულო)
სამეგრელო – ზემო სვანეთი – სექტემბერი 2015 წელი
ზუგდიდი (ზუგდიდი, მესტია, სენაკი, ხობი)
ფოთი (ფოთი, წალენჯიხა, ჩხოროწყუ, მარტვილი, აბაშა)
იმერეთი – სექტემბერი 2015 წელი
სამტრედია (სამტრედია, ბაღდათი, წყალტუბო, ტყიბული, ვანი, ხონი)
საჩხერე (საჩხერე, ჭიათურა, ზესტაფონი, თერჯოლა, ქუთაისი, ხარაგაული).