13-დან 17 მარტის ჩათვლით თელავის სამ ქუჩას ენერგომომარაგება შეუწყდება
ს/ს „კახეთის ენერგოდისტრიბუციაში“ განმარტავენ, რომ ხეებთან გამავალი ელექტროგადამცემი ხაზები ძაბვის ქვეშ ჩავარდნის საფრთხის შემცველია. აქედან გამომდინარე, სამუშაოების უსაფრთხოდ ჩატარების მიზნით, „კახეთის ენერგოდისტრიბუცია“ რუსთაველის ქუჩის მცხოვრებლებს ენერგომამარაგებას შეუზღუდავს 13 მარტს 09 -დან 18 სთ-მდე14 მარტს 14-დან 18 სთ-მდე და 15 მარტს 09-დან 13 სთ-მდე. მშვიდობის ქუჩას ელექტროენერგია შეუწყდება 15 მარტს 13-დან 18 სთ-მდე და 16 მარტს 09-დან 18 სთ-მდე. ფალიაშვილის ქუჩის მოსახლეობას კი ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება 17 მარტს 09-დან 18 სთ-მდე.
ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის მერია და ზედამხედველობის სამსახური, რამდნიმე ქუჩაზე, ხეების გადაბელვის სამუშაოებს განახორციელებენ.