ახალი ამბები

ფერმერი ქალები – აგროსექტორში მომუშავეთა სტატუსი უნდა განისაზღვროს

კახეთის ,,ფერმერ ქალთა ასოციაციამ’’ აგროსექტორში დასაქმებულებს ერთწლიანი საქმიანობის შედეგები გააცნო. ასოციაციის ხელმძღვანელის, ირინე ფხოველიშვილის თქმით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორგანიზაციის მიერ მიერ შემუშავებულ კონცეფციას, რომელიც ფერმერის, ფერმერული მეურნეობების და აგროსექტორში ინვესტორის სტატუსების განსაზღვრას ითვალისწინებს:
,,ფერმერებს გავაცანით ასოციაციის ერთწლიანი მუშაობის ანგარიში და წარმოვადგინეთ საქმიანობის მოკლე პრეზენტაცია. ამასთან ერთად განვიხილეთ ჩვენი ორგანიზაციის მიერ შემუშავებულ კონცეფციაზე, რომელიც ითვალისწინებს ფერმერის, ფერმერული მეურნეობების და აგროსექტორში ინვესტორის სტატუსების განსაზღვრას. აღნიშნული კონცეფცია უკვე წარდგენილი გვაქვს პარლამენტის აგრარულ კომიტეტში და გვინდა მისი კანონპროექტად გადაქცევა, რადგან ამ სტატუსების არარსებობა, იწვევს ფერმერების გაურკვეველ სიტუაცუაში ჩაგდებას,’’– განუცხადა Knews.ge-ს ირინე ფხოველიშვილმა.
ფერმერის, რობიზონ წელაურის თქმით, აღნიშნულ საკითხებზე შეხვედრების ჩატარება ხელს უწყობს აგროსექტორში მომუშავე პირების ინფორმირებას მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე.
ღონისძიებას, თელავის მუნიციპალიტეტის სოფლებში არსებული ფერმერული მეურნეობების, კოოპერატივების და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.