ახალი ამბები

კახეთის 4 ქალაქი პრემიერმა ეფექტურად მომუშავე მუნიციპალიტეტებს შორის დაასახელა

პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა გამგებლებთან, მერებთან და გუბერნატორებთან შეხვედრაზე ის ქალაქები დაასახელა, სადაც ეფექტურად აითვისეს გამოყოფილი თანხები: “მინდა გამოვყო რამდენიმე მათგანი. დავიწყებ კახეთიდან. სიღნაღი, გურჯაანი, თელავი, დედოფლისწყარო, მათ აქვთ ათვისება 93-94%-ის ფარგლებში”.
პრემიერისვე განცხადებით, დანარჩენ რაიონებს აქვთ შედარებით დაბალი ათვისება და მოუწოდა მათ, რომ გამოასწორონ თანხის სრულად და ეფექტურად ათვისების შედეგები: “წელს გვაქვს მნიშვნელოვანი პროექტები დაწყებული. მინდა ყველას მოგიწოდოთ, მაქსიმალურად გავაქტიურდეთ და მოვახდინოთ კონცენტრირება ყველა იმ პროექტზე, რომელიც არის დაწყებული. ჩვენ დროულად უნდა დავასრულოთ ყველა პროექტი, დროულად უნდა გამოვაცხადოთ ტენდერები და პროექტების მიმდინარეობას გავუწიოთ კონტროლი და მონიტორინგი”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.