ახალი ამბები

თელავში საარჩევნო კანონმდებლობით წარმოქმნილი ხარვეზების შესახებ იმსჯელეს

მათ წარმოადგინეს საკუთარი მოსაზრებები და საარჩევნო პროცესში სამართლებრივად, კანონმდებლობით წარმოქმნილი ხარვეზების შესახებ მიღებული გამოცდილება. საოლქო საარჩევნო კომისიების წარმომადგენლები, ასევე, გაეცნენ ცესკოს ხუთწლიანსტრატეგიულ გეგმას, დოკუმენტში ასახულ სტრატეგიულ პრიორიტეტებს, მიზნებსა და ამოცანებს, რომლებიც მომდევნო 5 წლის განმავლობაში ორგანიზაციის ძირითადი სახელმძღვანელო იქნება. ცესკოს თავმჯდოამრის მოადგილემ, გიორგი შარაბიძე ოლქების წარმომადგენლებს ახალი სტრატეგიული გეგმის მნიშვნელობისა და გეგმის მიხედვით მოქმედების აუცილებლობაზეც ესაუბრა. შარაბიძის განცხადებით, აღნიშნული საკითხი ეტაპობრივად განიხილება ყველა საოლქო საარჩევნო კომისიასთან; საბოლოოდ, თითოეული მოსაზრების გათვალისწინებით ჩამოყალიბდება ერთიანი დოკუმენტი და წინადადების სახით, შემდგომი რეაგირებისათვის გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოს წარედგინება. 
„ინფორმაციას, რომელსაც ჩვენ მოვიპოვებთ მთელი საქართველოს მასშტაბით საოლქო საარჩევნო კომისიების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ, აუცილებლად დავამუსავებთ. ჩვენ გვექნება ჩვენი რეკომენდაციები, თუ საკანონმდებლო ცვლილებების პროცესი დაიწყება პარლამენტში“, – განუცხადა knews.ge-ს გიორგი შარაბიძემ. 
საქართველოს მასშტაბით საოლქო საარჩევნო კომისიებთან შეხვედრები დღეს დაიწყო და 20 მარტს დასრულდება. შეხვედრების ორგანიზებას ცესკოს იურიდიული დეპარტამენტი, საორგანიზაციო დეპარტამენტთან ერთად უწევს.