ახალი ამბები

სასამართლომ გიორგი სიბაშვილს ყველა ბრალდება მოუხსნა

 განაჩენი თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლე მამუკა წიკლაურმა გამოიტანა.  გიორგი სიბაშვილს პროკურატურამ ბრალი  2013 წლის 30 იანვარს წაუყენა. მას ბრალად ედებოდა უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება და სახელმწიფო ქონების მართლსაწინააღმდეგო მითვისება – გაფლანგვა.

 ბრალდებულ სიბაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 15 ათას ლარიანი გირაო ჰქონდა შეფარდებული. მოსამართლე მამუკა წიკლაური გიორგი სიბაშვილის სისხლის სამართლის საქმეს 2 წელი იხილავდა.   სახელმწიფო ბრალმდებელი – პროკურორი გიორგი ლილუაშვილი სასამართლო სხდომაზე რამდენჯერმე არ გამოცხადდა,

რის გამოც პროკურორის გამოუცხადებლობის გამო სასამართლო პროცესები 16–ჯერ გადაიდო. პროკურორი სასამართლო პროცესზე მხოლოდ 45–ე პროცესზე  მივიდა და დასკვნითი სიტყვის წარდგენისა და კამათის შემდეგ საქმის განხილვაც დასრულდა. გიორგი სიბაშვილს სასამართლომ ყველა ბრალდება მოუხსნა.