ახალი ამბები

ხვალ თელავს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

ხვალ, 10-დან 16 საათამდე, თელავში, ყოფილი სტალინის ქუჩას ელეტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. კახეთის ენერგოდისტრიბუციაში განმარტავენ, რომ ენერგომომარაგების შეზღუდვის მიზეზია 0,4 კვ-იან ელექტორგადამცემ ხაზზე ამორტიზირებული საყრდენების ახალი, რკინა-ბეტონის საყრდენებით შეიცვლის სამუშაოების წარმოება. „კახეთის ენერგოდისტრიბუცია“ აბონენტებისათვის ელექტროენერგიის მიწოდების გაუმჯობესების მიზნით ამორტიზებული საყრდენების ამოცვლას განაგრძობს. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ქსელიდან გათიშულ ქუჩას ელექტრომომარაგება აღუდგება.