თელავის გამგეობაში ვაკანსიების გამოცხადების თარიღს ვერ აკონკრეტებენ
,,40 ვაკანტურ ადგილზე,სავარაუდოდ, მარტში გამოვაცხადებთ კონკურსს, ამ ეტაპზე კი, ძველი თანამშრომელები ასრულებენ მოვალეობას. ისინი, ვინც დააკმაყოფილეს კომისიის მოთხოვნა, უკვე შეუდგნენ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას”, – აცხადებს შათირიშვილი.
გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის, ნინო აფციაურის განცხადებით, იმ კონკურსანტებს, რომლებმაც ტესტირებაზე მუნიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახეს, მაგრამ საკონკურსო-საატესტაციო კომისიამ მათ დასაქმებაზე უარი უთხრა, კონკურსის მეორე ეტაპზე მიღებული ქულები შეუნარჩუნდებთ.
,,ყველა გამარჯვებულ კანდიდატს გაეგზავნათ უკვე კომისიის გადაწყვეტილება. მათ აქვთ ორი კვირის ვადა და როდესაც ისინი უკვე დამატებით დოკუმენტაციას წარმოადგენენ, ოფიციალურად დაინიშნებიან თანამდებობაზე. რაც შეეხება გამგეობის სტრუქტურულ ერთეულებში დარჩენილ 40 ვაკანტურ თანამდებობას, ვერ მოხდა კომისიის მიერ აპლიკანტების შერჩევა. იმ შემთხვევაში, თუ კონკურსი ხელახლა იგივე საკვალიფიკაციო მოთხოვნით გამოცხადდება, კონკურსანტებს, რომლებიც გასაუბრებაზე ჩაიჭრნენ, ტესტირებაზე მიღებული ქულები შეუნარჩუნდებათ”,- განუცხადა knews.ge-ს ნინო აფციაურმა.