კახეთში ორი ეროვნული პარკი გრანტს მიიღებს
საგრანტო ხელშეკრულება ვაშლოვანის, თუშეთის, ყაზბეგის, კინტრიშის, ჯავახეთის და ალგეთის დაცული ტერიტორიების ინფრასტრუქტურის განახლებას ითვალისწინებს. გრანტის საერთო თანხა ერთ მილიონ ევროს შეადგენს.
გარემოს დაცვის მინისტრის, ელგუჯა ხოკრიშვილის თქმით, ხელშეკრულება უზრუნველყოფს 3 წლის მანძილზე ცხოველთა სამყაროს სახეობაზე მონიტორინგის სისტემის შექმნას, ტურისტულ ინფრასტრუქტურის აღდგენას, მათ მოვლა-შენახვას, სახელფასო დანამატს, საკონსულტაციო მომსახურეობასა და სხვა საოპრეაციო ხარჯებს.