სოფელ აფენში მომხდარ მკვლელობაში ეჭვმიტანილი დაკავებულია
სამართალდამცველებმა დამნაშავე მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს. მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას რეგისტრირებული სანადირო თოფი ნივთმტკიცებად ამოიღეს. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, ადგილობრივების თქმით, შემთხვევა იმ დროს მოხდა, როცა გარდაცვლილები საკუთარი სახლის წინ იმყოფებოდნენ.
მოკლულებს ესქპერტიზა ლევან სამხარაულის სახელობის გურჯაანის ეროვნულ ბიუროში ჩაუტარდათ.
ერთ-ერთი ვერსიით მკვლელობის მიზეზი ეჭვიანობა გახდა.