,,სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო“ სანერგე მეურნეობების შერჩევას იწყებს
როგორც სააგენტოში აცხადებენ, კვალიფიციური სანერგე მეურნეობების სიის დადგენა განხორციელდება ა(ა)იპ ,,სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო“ – სა და სსიპ „სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის მიერ ერთობლივი კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე“.
მათივე თქმით, დაინტერესებულმა იურიდიულმა პირებმა და ინდივიდუალურმა მეწარმეებმა უნდა წარმოადგინონ ა(ა)იპ ,,სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო“ ში პროექტში მონაწილეობის განაცხადი წერილობითი ფორმით, სადაც აუცილებელი წესით მითითებული უნდა იყოს: იურიდიული სტატუსი საიდენტიფიკაციო კოდით; დარგში მოღვაწეობის ხანგრძლივობა; არსებული სანერგე მეურნეობის ფართობი; სანერგე მეურნეობაში გამოყვანილი ნერგების სახეობები; სანერგე მეურნეობის წარმადობა – ნერგი / წელიწადში; ნერგების არსებული ნაშთების რაოდენობა მრავალწლიანი კულტურების სახეობების მიხედვით.
,,სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოში’’ განმარტავენ, რომ დაინტერესებულმა პირებმა განაცხადი ელ-ფოსტის მისამართზე:hr@apma.ge უნდა გააგზავნონ არაუგვიანეს 28.02.2015.