თელავში რეგიონისთვის აქტუალურ საკითხებზე იმსჯელეს
შეხვედრას, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები, ასევე სტუდენტები და დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.
,,მწვანე ალტერნატივას’ წევრის, დავით ჭიპაშვილის თქმით, შეხვედრაზე საუბარი რეგიონისთვის აქტუალურ საკითხებს შეეხო:
,,ვისაუბრეთ რეგიონში არსებული ჰესებისისთუ რა ზემოქმედებას ახდენს იგი გარემოზე. გარდა ამისა, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი იყო საქართველო – ევროკავშირის ასოცირების მიხედვით საქართველოს როლზე ენერგეტიკის საკითხებში და ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიდგომა ჰიდროელექტროსადგურებთან მიმართებაში. შეხვედრაზე განვიხილეთ მიწის საკუთრების საკითხებიც,’’– განაცხადა დავით ჭიპაშვილმა.