მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების სტრატეგია დამუშავების პროცესშია
სამოქმედო გეგმის მიხედვით, სტრატეგია სწორედ მიმდინარე წელს უნდა მომზადდეს. სტრატეგია ეკონომიკის სამინისტრომ და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციამ (OECD) ერთობლივი მუშაობის საფუძველზე უნდა შეიმუშავონ. დოკუმენტზე მუშაობს მეწარმეობის განვითარების სააგენტოც.
სტრატეგიის პირველადი ვარიანტი მომზადებულია, თუმცა, ის დახვეწას საჭიროებს. დოკუმენტში სამ ძირითად მიმართულებაზეა საუბარი. მათგან ერთ-ერთი მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების მექანიზმების შემუშავებას მოიცავს. ერთ-ერთ ყველაზე მწვავე პრობლემად მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებში ცოდნის ნაკლებობა დგას.
მეორე მიმართულება სტრატეგიაში ის პრობლემაა, რომელიც მცირე ბიზნესს კაპიტალთან ხელმისაწვდომობისას ექმნება. მესამე მიმართულება სტრატეგიაში პოლიტიკური კომპონენტია. ამ შემთხვევაში სტრატეგიაში ის ძირითადი გადაწყვეტილებები გაიწერება, რომლებიც მცირე და საშუალო ბიზნესს განვითარება უნდა გაუმარტივოს.