საგარეჯოში შსს-მ განზრახ მკვლელობისთვის ძებნილი პირი დააკავა
შსს-ს ინფორმაციით, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, სოფელ ქეშალოში, კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს საგარეჯოს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, საგარეჯოს რაიონული სამმართველოს მიერ 2012 წლის 12 იანვრიდან განზრახ მკვლელობისთვის ძებნილი, 1969 წელს დაბადებული ორუჯ ფ. დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ორუჯ ფ-მ 2011 წლის 24 დეკემბერს დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ სამთაწყაროში, ურთიერთშელაპარაკებისას, 1952 წელს დაბადებული ელბერდ ს. ცივი იარაღით მოკლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
თელავის რაიონულმა სასამართლომ 2012 წლის 11 იანვარს ორუჯ ფ-ს თავისუფლების აღკვეთა დაუსწრებლად შეუფარდა.