მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობა გაიზარდა
უწყებაში აცხადებენ, რომ ფურის სულადობამ 643 ათასი შეადგინა, ხოლო ცხვრისა და თხის ჯამური სულადობა წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 1.2 პროცენტით გაიზარდა და 867 ათას სულს მიაღწია. ღორის სულადობა იყო 209 ათასი სული, რომელიც 9.4 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს ფრინველთა რაოდენობის მონაცემებიც აქვს. 2014 წლის IV კვარტალის ბოლოსათვის ფრინველის რაოდენობამ შეადგინა 7 361 ათასი ფრთა, რომელიც 8.9 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამისი კვარტალის მაჩვენებელს.