ყვარელში გენდერული თანასწორობის საკითხებზე სემინარი გაიმართა
მიწვეულ სტუმრებს სიტყვით თავდაცვის სამინისტროს გენდერული თანასწორობის მონიტორინგის ჯგუფის წევრებმაც მიმართეს.
სემინარის მონაწილეები გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციას N 1325-ს ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე, ასევე, ნატოს პოლიტიკას გენდერის თემის მიმართ და უსაფრთხოების სექტორში გენდერული თანასწორობის პრინციპების ინტეგრირებასთან დაკავშირებულ საკითხებს გაეცნენ.
სემინარში თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისის, საჯარო სამართლის იურიდიული და შეიარაღებული ძალების სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელი პირები მონაწილეობდნენ.
ტრენინგებს “ქალთა საინფორმაციო ცენტრისა” და თსუ-ის წარმომადგენლები უძღვებოდნენ. სემინარი გაერო-ს ქალთა ორგანიზაციის ხელშეწყობითა და ნორვეგიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით ტარდება.