ხვალ გიორგი სიბაშვილის საქმის განხილვა გაიმართება
კახეთის გუბერნატორის ყოფილი მოადგილის სასამართლო კვლავ გრძელდება. გიორგი სიბაშვილის მრავალბრალდებულიანი სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვის 43-ე სხდომა, ხვალ, 11:00 საათზე, გაიმართება. 2014 წლის 23 სექტემბრის შემდეგ, სხვადასხვა მიზეზის გამო, სიბაშვილის საქმის განხილვა რვაჯერ გადაიდო.