სიღნაღში სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის მშენებლობა დაიწყო
როგორც გამგეობაში აცხადებენ, მეტეოროლოგიურ-რადიოლოკაციური სადგური კი სოფელ ჭოტორის ტერიტორიაზე განთავსდება. მათივე თქმით, სეტყვის საწინააღმდეგო სისტემა სრულყოფილ ფუნქციონირებას აპრილის ბოლოდან შეძლებს.
სისტემის ამოქმედების შემდეგ კი კახეთის რეგიონში სეტყვისაგან მიყენებული ზარალი 85-95%-ით შემცირდება. სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის მშენებლობას სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტა“ ახორციელებს.