ოჯახურ ძალადობაზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა გამკაცრდა
პარლამენტის გადაწყვეტილებით, ოჯახურ ძალადობაზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა გამკაცრდა.
კანონმდებლებმა პროექტი მესამე მოსმენით დაამტკიცეს, რომლის თანახმად, ოჯახში ძალადობის ჩადენისთვის პასუხისმგებლობის ზომას თავისუფლების ერთ წლამდე აღკვეთის სანქცია ემატება.
“სისხლის სამართლის კოდექსის” შესაბამისი მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული ქმედებისათვის კი, ნაცვლად ერთი წლისა, თავისუფლების აღკვეთის ვადად ერთიდან სამ წლამდე პერიოდი განისაზღვრა. აღნიშნული პროექტი პარლამენტს შინაგან საქმეთა სამინისტრომ შესთავაზა.