გურჯაანის სკოლაში სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეებმა სპექტაკლი გამართეს
სოფელ გურჯაანის სკოლის დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა მინი სპექტაკლში ითამაშეს. საბავშვო წარმოდგენაში განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვებიც მონაწილეობდნენ. ღონისძიებას მოსწავლეთა მშობლები, პედაგოგები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
„რესურს-ოთახი ჩვენს სკოლაში არც თუ ისე დიდი ხნის წინ გაიხსნა და უკვე გვაჩვენა განსაკუთრებული შედეგი. ჩვენი მოსწავლეების ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია და ხელს უწყობს მათი უნარებისა და ცოდნის დემონსტრირებას,“ – აღნიშნა სკოლის დირექტორმა რუსუდან მამულაშვილმა.
როგორც რესურს-ოთახის პედაგოგმა, ნუნუ კალაძემ knews.ge ს განუცახდა, სასკოლო ღონისძიებები სამომავლოდაც გაგრძელდება და მოსწავლეთა აქტიურობით უფრო დიდ შედეგებს მოუტანს იმ მოსწავლეებს, რომელთაც განსაკუთრებული სასწავლო პროგრამა მიეწოდებათ. სპექტაკლი იმითაც იყო საინტერესო, რომ მასში სკოლის აღსაზრდელებმა და შშმ მოსწავლეებმა ერთად ითამაშეს.
პატარა არტისტებმა: გვანცა გეთიაშვილმა, სოფიკო ბეგაშვილმა, ნელიკო ქევხიშვილმა,გიორგი პეტრუზაშვილმა, სალომე ნადაშვილმა და ნანუკა ხარაზიშვილმა დარაზის მქუხარე აპლოდისმენტები დაიმსახურეს.