1 დოლარის შეძენა 2.08 ლარი ღირს
ბანკთაშორის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.0730 ლარს შეადგენდა. ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ 0.0109 ლარი შეადგინა. ევროსთან მიმართებაში ლარი 0.0111 პუნქტით გაუფასურდა და, შედეგად, ხვალიდან ერთი ევრო 2.3727 ლარი ეღირება. შეგახსენებთ, რომ ეროვნული ვალუტა გასული წლის ნოემბრის შემდეგ უფასურდება.