ახალი ამბები

თელავში კახეთის რეგიონული არქივის შენობის რეაბილიტაციაზე 1 459 300 ლარი დაიხარჯა

შენობის პირველ სართულზე გამოიყო რამდენიმე საექსპოზიციო სივრცე: საგამოფენო დარბაზი – სადაც მომავალში სხვადასხვა თემატიკის გამოფენები მოეწყობა. შენობის გახსნისთვის დარბაზში გამოიფინა ეროვნულ არქივში დაცული ფოტომასალა ღვინისა და ვაზის თემაზე. ფოიეში – განთავსდება მუდმივმოქმედი ექსპოზიცია, სადაც წარმოდგენილი იქნება უძველესი ხელნაწერები და საბუთები, რომელთაც ისტორიული კავშირი აქვს კახეთის რეგიონთან. დერეფანში – განთავსდება მუდმივმოქმედი ექსპოზიცია, სადაც წარმოდგენილი იქნება კახეთის რეგიონის ხედები და სხვადასხვა ხუროთმოძღვრული ძეგლი, როგორც არქივში დაცული ძველი ფოტოები, ისე პროექტის „ეროვნული არქივის ექსპედიციები“ ფარგლებში გადაღებული თანამედროვე მასალა. კახეთის რეგიონულ არქივში განთავსდება: თელავის, ახმეტის, ყვარლის, ლაგოდეხის, საგარეჯოს, სიღნაღის, დედოფლისწყაროსა და გურჯაანის არქივის დოკუმენტები. არქივის შენობა 18 თებერვალს, 14:00 საათზე, რუსთაველის N93-ში გაიხსნება.