გურჯაანში ვაკანტურ თანამდებობებზე მოხელეთა დანიშვნის პროცესი დასრულდა
გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობამ კონკურსში გამარკვებული კანდიდატების ვაკანტურ თანამდებობებზე დანიშვნის პროცესი დაასრულა. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარის მოადგილის, ზაქრო ქაჩლიშვილის განცხადებით, ამ დროისთვის 112 პირი სამსახურეობრივ მოვალეობას უკვე ასრულებს: ,,კონკურსის ბოლო ეტაპის საბოლოო შედეგები დაიდო და ხალხი თანამდებობებზე უკვე დაინიშნა”,-განუცხადა Knews.ge-ს ზაქრო ქაჩლიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ გურჯაანის საჯარო მოხელეთა შესარჩევ კონკურსზე 219 მონაწილიდან 137 ვაკანტურ ადგილზე მხოლოდ 112 კონკურსანტი შეარჩიეს. 23 ვაკანტურ ადგილზე თანამდებობების დასაკავებლად კონკურსი ხელახლა რამდენიმე დღეში გამოცხადდება.