ახალი ამბები

პოეტმა დათო მაღრაძემ სიღნაღში ლექსების კრებულის პრეზენტაცია გამართა

სიღნაღის საგანმანათლებლო რესურსცენტრისა და სიღნაღის საჯარო სკოლის მოსწავლეების ინიციატივით და ორგანიზებით, პოეტმა დათო მაღრაძემ სიღნაღის თეატრში ლექსების ახალი კრებულის „ექო“ პრეზენტაცია გაიმართა. 
პრეზენტაციის დასასრულს პოეტმა სკოლის მოსწავლეებისა და საზოგადოების კითხვებს უპასუხა. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის პროფორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის სპეციალისტის, თემურ ბალარჯიშვილის განცხადებით, ღონისძიება „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროექტის „პროფორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის“ ფარგლებში გაიმართა:
,,პროექტი, რომელის ფარგლებშიც მოვიწვიეთ საზოგადო მოღვაწე, პოეტი დათო მაღრაძე, სიღნაღის მუნიციპალიტეტის ხუთ საპილოტე სკოლაში ხორციელდება. პროგრამის მიზანია მოსწავლეების შესაძლებლობების, უნარ-ჩვევების, მისწრაფებების გამოვლენა და კარიერის დაგეგმვა,“ – განაცხადა თემურ ბალარჯიშვილმა.