პოლიციის თანამშრომელს ბრალი 46 წლის მამაკაცის მკვლელობაში ედება
8 თებერვალს დიდი სისწრაფით მოძრავი ავტომანქანა 46 წლის მამაკაცს სახლის წინ დაეჯახა. შემთხვევა თბილისში მოხდა. მამაკაცი 6 წლის გოგონასთან ერთად ქუჩაში იდგა. თვითმხილველები ყვებიან, რომ გურჯაანელი გოჩა ოსიაშვილი ადგილზე გარდაიცვალა. სიკვდილის წინ მამამ ბავშვი საფრხის მოახლოვებისთანავე დიდი სისწრაფით მომავალი მანქანისგან დაცვის მიზნით გზიდან გადააგდო. ბავშვი გადარჩა, თუმცა მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.
ოჯახის წევრები ირწმუნებიან, რომ მანქანას მართავდა პოლიციის თანამშრომელი, რომელიც დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთ განყოფილებაში მუშაობს და მიმალვას ცდილობს.
თვითმხილველთა განცხადებით, პოლიციის თანამშრომელი, რომელიც საჭეს მართავდა და ახალგაზრდა მამაკაცი იმსხვერპლა, გოჩა გრიგოლაშვილია. გარდაცვლილის ახლობელთა მტკიცებით, დამნაშავე კანონის სრული სიმკაცრით უნდა დაისაჯოს.
საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს.
ფოტოზე: გარდაცვლილი გოჩა ოსიაშვილის მამა ალექსანდრე ოსიაშვილი.
იხილეთ ვიდეო: https://www.youtube.com/watch?v=FAW49WaVDKw&feature=youtu.be